ეროვნული ცნობიერება

National Consciousness

ეროვნული იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. გარდა საერთო ისტორიული მეხსიერებისა, ფსიქოლოგიური განწყობებისა, ენობრივ-მენტალური კოდების სისტემისა და ა.შ., ე.ც. შეიცავს ეროვნული თვითცნობიერების მომენტს, რომლის გარეშეც შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული პიროვნების ეროვნული მიკუთვნილობა. პიროვნება, რომელიც ეროვნული იდენტიფიკაციის ნიშანთა უმეტესობას აკმაყოფილებს, ძნელია მივიჩნიოთ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლად, თუკი ის ასეთად არ თვლის თავს და არ იზიარებს იმავე ერის მიზნებსა და მისწრაფებებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: