მორატორიუმი

Moratorium

საგარეო ან საშინაო ვალდებულებების შესრულების შეჩერება. მ-ის ვადა განცხადებაში ან მითითებულია, ან არა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მ. უვადოდ ითვლება და ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს. გარდა ამისა, მ. შეიძლება ვრცელდებოდეს ვალდებულებათა მთელ ბლოკზე ან შეიძლება შემოიზღუდოს მხოლოდ ერთი რომელიმე პუნქტით. მ. ცხადდება როგორც საბანკო-ეკონომიკურ (ვთქვათ, საკრედიტო დაწესებულებების დახურვის სახით), ასევე სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში (ვთქვათ, ბირთვული იარაღის გამოცდაზე) და ა.შ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: