ძალზე ფართო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს ვინმეს (პიროვნების, ხალხის) მოწოდებას, გარკვეულ ვალდებულებას, რომლის აღსასრულებლადაც ეს სუბიექტია მოვლენილი ამქვეყნად. უფრო ვიწრო მნიშვნელობით ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელსაც სათავეში უდგას სპეციალური რწმუნებული ან დესპანი. ტერმინი ასევე შეიძლება შეგვხვდეს რამდენიმე სხვა მნიშვნელობით. ერთი, როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ მეორე ქვეყანაში სპეციალური (სამხედრო, ეკონომიკური) დავალებით წარგზავნილ ადამიანთა ჯგუფის აღმნიშვნელი. მეორე, როგორც საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დელეგაცია. დაბოლოს, ტერმინი გამოიყენება იმ რელიგიური ორგანიზაციის აღსანიშნავადაც, რომელიც მივლენილია რომელიმე ქვეყანაში საკუთარი კონფესიის ინტერესების შესაბამისად.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი