მიშელ ფუკო

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Michel Foucault

მიშელ ფუკო (1926-1984) ფრანგი ფილოსოფოსი და, როგორც საკუთარ თავს უწოდებდა, „აზროვნების სისტემათა“ ისტორიკოსი იყო. მისი აქტიური აკადემიური ცხოვრება 60-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო 70-იანი წლებიდან ის პოლიტიკურადაც გააქტიურდა, დააარსა ციხეებზე ინფორმაციის გავრცელების ჯგუფი და აქტიურად აპროტესტებდა ჰომოსექსუალთა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფთა ჩაგვრას.

ფუკოს მთავარი მიზანი იყო „აწმყოს ისტორიის“ დაწერა, რადგან, მისი აზრით, აწმყოს კრიტიკული გააზრება მოიცავს წარსულში არსებულ ცნებებსა თუ მოვლენებზე მსჯელობას, რომლებიც აწმყოს აზროვნების სისტემებსა და პრაქტიკებშია გადმოსული და მათ კრიტიკას. ამიტომ მის ყველა მნიშვნელოვან ნაშრომში - „სიგიჟე და შეურაცხადობა: სიგიჟის ისტორია კლასიკურ ეპოქაში“ (Folie et déraison: Histoire de la folie à l'âge classique, 1960), „კლინიკის დაბადება: სამედიცინო აღქმის არქეოლოგია“ (Naissance de la clinique: une archéologie du regard médical, 1963), „სიტყვები და საგნები: ადამიანის მეცნიერებათა არქეოლოგია“ (Les mots et les choses: Une archéologie des sciences humaines, 1966), „დისციპლინა და დასჯა: ციხის დაბადება“ (Surveiller et punir: Naissance de la prison, 1975), „სექსუალობის ისტორია“ (Histoire de la sexualité, 1976, 1984) და სხვ. - არსებითია ისტორიული ფაქტების ახლებურად გააზრების მცდელობა, სხვადასხვა ინსტიტუციის გაჩენისა და განვითარების ისტორიის ანალიზი და ამ პროცესში ისეთი ცნებების მოდიფიცირება, როგორებიცაა ძალაუფლება, ცოდნა და სხვ. თავის ისტორიულ ანალიზს ფუკო გენეალოგიას (უფრო ადრეულ ეტაპზე - არქეოლოგიას) უწოდებდა. მისი მიზანი იყო, გამოევლინა ძალაუფლებას, ცოდნასა და სხეულს შორის არსებულ ურთიერთობათა ქსელი, რომელიც სუბიექტურობის სპეციფიკური ფორმების მაწარმოებელია.

ფუკოს გენეალოგიის ერთ-ერთ ცენტრალური თეზისია ძალაუფლების ისტორიული ტრანსფორმაცია, რომელიც ადამიანის ისტორიას პრემოდერნულ და მოდერნულ პერიოდებად ყოფს. მისი აზრით, პრემოდერნული ხანისთვის დამახასიათებელია სუვერენული ძალაუფლება, რომელიც გულისხმობს ერთპიროვნულ მმართველს, დასჯაზეა მიმართული და ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლეა. მოდერნულ პერიოდზე გადასვლა მე-18 საუკუნიდან იწყება, როდესაც ყალიბდება ძალაუფლების ორი ფორმა: ადამიანის სხეულის ანატომოპოლიტიკა და მოსახლეობის ბიოპოლიტიკა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Foucault, M. (1979) The History of Sexuality, Volume I: An Introduction. London: Allen Lane.

Foucault, M. (1977) Discipline and Punish: The Birth of the Prison, London:Allen Lane.

Gutting, Gary, "Michel Foucault", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2014 Edition),Edward N. Zalta (ed.),available at: http://plato.stanford.edu/archives/win2014/entries/foucault/

კატეგორია: 
ავტორები: