ჰომოსექსუალობის მედიკალიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Medicalization of Homosexuality

ჰომოსექსუალობის მედიკალიზაცია გულისხმობს პრაქტიკებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც ჰომოსექსუალობის დაავადებად მიჩნევას ემყარება და მისი მკურნალობის ცდებზეა მიმართული, რაც, თავის მხრივ, სოციალური იერარქიებით, ჰომოფობიითა და ადამიანების კონტროლის სურვილითაა გამოწვეული.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დამდეგს დაიწყო სექსუალური ქცევის კატეგორიზება და ჰეტეროსექსუალობის, ჰომოსექსუალობისა და სხვა კატეგორიების ჩამოყალიბება, რაც მიმართული იყო ჰეტეროსექსუალობის, როგორც ნორმის, დამკვიდრებაზე, ხოლო სხვა ქცევების მიუღებლად, არანორმალურად, პერვერტულად ან დევიანტურად გამოცხადებაზე. ჰომოსექსუალობის სექსოლოგიისა და ფსიქიატრიის საგნად ქცევა ჰომოსექსუალობის მედიკალიზაციის შემდგომი ეტაპი იყო, რის შემდეგაც ჰომოსექსუალი ადამიანები ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტებად იქცნენ. 1962 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა სამედიცინო პათოლოგიათა სიაში შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 1990 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეს შეცვალა, ჰომოსექსუალობის მედიკალიზაცია მაინც გრძელდება და დღეს გამოიხატება „გეი გენის“ ძიების ტენდენციებში, დღემდე ბევრ ქვეყანაში შემორჩენილ ე. წ. „კონვერსიული თერაპიის“ პრაქტიკებში და ა. შ.

მიშელ ფუკოს აზრით, სექსუალობაზე დისკურსების გამრავალფეროვნება მე-18 საუკუნიდან იწყება და ეს პროცესი გამოწვეულია კაპიტალიზმის დამკვიდრებით და ადამიანის სხეულისა და შესაძლებლობების კონტროლისა და მართვის სურვილით. ჰომოსექსუალობაზე სამედიცინო დისკურსის შექმნა და მისი მედიკალიზაციაც, სექსუალური ქცევის ნორმისა და დევიაციის კატეგორიებში მოქცევაც ემსახურება ადამიანის სხეულის ისეთი შესაძლებლობების კონტროლს, როგორიცაა რეპრედუქცია და ა.შ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Foucault, M. (1979) The History of Sexuality, Volume I: An Introduction. London: Allen Lane.

Conrad, P., Angell A. (2004). Homosexuality and Remedicalization. Volume 41, Issue 5, pp. 32-39.

კატეგორია: 
ავტორები: