მერი

Mayor

ქალაქის ადგილობრივი მმართველობის მეთაური. ქალაქის მ–ს ზოგიერთ ქვეყანაში ირჩევენ ქალაქის საკრებულოს დეპუტატები (ამგვარი პრაქტიკა გავრცელებულია საფრანგეთსა და შვეციაში) ან პირდაპირ ამომრჩევლები (ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში). სხვაგან, მაგ., ჰოლანდიაში ქალაქის მ. ინიშნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მოქმედების არანაკლებ თავისუფლებას ფლობს, ვიდრე არჩეული მ–ები სხვა ქვეყნებში.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: