მერი ესთელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mary Astell

მერი ესთელი (1666-1731) ინგლისელი ფილოსოფოსი და  პირველი რადიკალი ფემინისტი იყო. მისი პირველი ნაშრომი, „სერიოზული წინადადება ქალბატონებისთვის“, ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი ექსპლიციტურად ფემინისტური შინაარსის მქონე ტექსტი. მის შრომებში ვხვდებით მოსაზრებას, რომ კაცებსა და ქალებს ერთნაირად შეუძლიათ აზროვნება და ამიტომაც მათ ერთნაირად უნდა ასწავლონ მისი გამოყენება. 1700 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ფიქრები ქორწინებაზე“ (Some Reflections upon Marriage) ესთელი ვრცლად ეხება ქორწინების ინსტიტუტის, როგორც ჩაგვრის სისტემის, მახასიათებელს. მისი აზრით, ქალის მოვალეობა, დაემორჩლოს ქმარს, არ გულისხმობს ქმრის უპირატესობას; მეტიც, ის თავს ესხმის კაცთა სქესს და ამბობს, რომ კაცები უვარგისები არიან ბავშვების აღზრდისთვის. ესთელი ასევე ამტკიცებს, რომ კაცის მიმართ მორჩილების მოთხოვნა არ შეიძლება გავრცელდეს გაუთხოვარ ქალზე. მისი აზრით, განათლებულმა ქალმა უარი უნდა თქვას ოჯახის შექმნაზე და ამგვარად, თავი აარიდოს ოჯახურ მონობას; ქალთა საქმიანობა, ზოგადად, არ უნდა იყოს ქმრის პოვნის აუცილებლობით შემოსაზღვრული. ესთელი ასევე ამტკიცებს, რომ ქალებმა ძალისხმევა უნდა დახარჯონ საკუთარი გონების და არა საკუთარი სილამაზის გაუმჯობესებაზე: „განა უფრო ნაყოფიერი არ იქნებოდა დილის წიგნთან გატარება, ვიდრე სარკესთან?“

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Gardner, C.V. (2006). Historical Dictionary of Feminist Philosophy.

კატეგორია: 
ავტორები: