მარქსისტული ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Marxist Feminism

მარქსისტული ფემინიზმი ფემინიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქალთა ჩაგვრის საკითხის კლასობრივი უთანასწორობის ჭრილში განხილვაზე. მარქსისტი ფემინისტები ქალთა ჩაგვრის წყაროდ მიიჩნევენ კლასობრივ საზოგადოებას, რომელიც, ამ თეორიის მიხედვით, პირველყოფილ თანასწორ საზოგადოებებში გაჩენილი ეკონომიკური აუცილებლობებიდან გამომდინარეობდა (ეკონომიკური დეტერმინიზმი), რამაც, თავის მხრივ, სათავე დაუდო ისტორიის აღმავალ განვითარებას, რომელშიც ქალის მამაკაცზე დაქვემდებარება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციაში სხვადასხვა ფორმას იღებდა. მარქსისტული ფემინიზმი ქალთა ჩაგვრის ახსნას კაპიტალისტური საზოგადოების შინაგანი ბუნებიდან ცდილობს, რითაც იგი განსხვავდება სოციალისტური ფემინიზმისგან, რომელიც უშვებს ქალთა ჩაგვრის მეორე წყაროს - პატრიარქალურ იდეოლოგიას. მარქსისტული ფემინიზმის ფუძემდებლურ ნაშრომად მიიჩნევა ფრიდრიხ ენგელსის „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“, სადაც იგი ამტკიცებს, რომ ქალთა ჩაგვრის ისტორიული საფუძველი შრომის სქესობრივი დანაწილებაა, თუმცა თავად შრომის ამგვარი დანაწილებიდან არ გამომდინარეობს ჩაგვრა. მისი მტკიცებით, შრომის სქესობრივი დანაწილება ჩაგვრად გადაიქცევა ისტორიულად მოცემულ ცალკეულ სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციაში. ენგელსის მიხედვით, სოფლის მეურნეობის განვითარებამ გააჩინა მამაკაცის ფიზიკური შრომის საჭიროება, რითაც ქალები ჩამოშორდნენ საკვების მომპოვებელ საქმიანობას და მოხდა მათი შრომის, ძირითადად, საშინაო სფეროზე კონცენტრირება. მარქსისტი ფემინისტები აკრიტიკებენ ოჯახის ინსტიტუტსაც, რაც, მათი მტკიცებით, კაცის მიერ ქალის დასაკუთრებისა და მასზე ბატონობის ინსტიტუციონალიზებული ფორმაა, რომლის შინაგან სტრუქტურაში, თავის მხრივ, აირეკლება ისტორიაში განვლილი სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Historical Dictionary of Feminist Philosophy, Catherine Villanueva Gardner, The Scarecrow Press, 2006.

კატეგორია: 
ავტორები: