მარგინალიზაცია ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმაა და ის პირველ რიგში გულისხმობს შრომის ბაზრიდან გარიყვას.მარგინალიზაციას განიცდის ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც რასის, ასაკის და უნარის მიხედვით არიან მარკირებული; ასევე, მარტოხელა დედები, შუახნის ასაკში სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები და სხვა. მარგინალიზებული ადამიანები მატერიალური დეპრივაციის გაზრდილი საფრთხის წინაშეიმყოფებიან. კეთილდღეობის სახელმწიფოებში მარგინალიზებულ ჯგუფებს მატერიალური დეპრივაციისგან მეტ-ნაკლებად იცავს სპეციალური დახმარება და სერვისები. თუმცა მარგინალიზაციის მანკიერი გამოვლინებები მატერიალური დეპრივაციით არ შემოიფარგლება. მარგინალიზებული ადამიანები მოკლებული არიანსაკუთარი უნარებისგანვითარებისა და გამოიყენების შესაძლებლობას; ისინი კარგავენ ავტონომიას და სხვაზე (სახელმწიფოსა თუ ახლობლებზე) აღმოჩნდებიან დამოკიდებულნი; მრავალ საზოგადოებაში, სადაც დამოუკიდებლობას და ავტონომიურობას განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება, მარგინალიზებას თან ახლავს სტიგმატიზება და ა. შ. ნეოკლასიკოსი ეკონომისტები მარგინალიზაციას ინდივიდუალურ პრობლემად თვლიან და მას „სიღარიბის კულტურის“ გამოვლინებად აცხადებენ.სოციალისტი, მარქსისტი და ფემინისტი ავტორები მარგინალიზაციას კაპიტალიზმისა და პატრიარქატისთვის დამახასიათებელ ენდემურ ფენომენად მიიჩნევენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Young, I. (1990). Justice and the Politics of Difference. Princeton: Princeton UniversityPress
ცხადაძე, თ (2012). „სქესი და სექსუალობა, როგორც მარკერები დომინაციისა და ჩაგვრის სისტემებში: პარალელები, ურთიერთკვეთები, ურთიერთკავშირი“.