მეილსტრიმი (male - კაცი, stream - ნაკადი) „მამაკაცისა“ და „მეინსტრიმის“ სინთეზის შედეგად მიღებული სიტყვაა. ზოგიერთი ფემინისტი ამ სიტყვას ტრადიციული „მეინსტრიმული“ ფილოსოფიის დასახასიათებლად იყენებს, რითაც იმ ფაქტზე მიანიშნებენ, რომ ტრადიციული კულტურისა და ფილოსოფიის ძირითადი, დომინანტური ნაკადი, რომელიც ერთი შეხედვით გენდერულად ნეიტრალურია, მამაკაცების მიერაა დომინირებული და რეალურად მამაკაცების თვალსაზრისსა და გამოცდილებას აჟღერებს. პირველად ეს ტერმინი 1981 წელს გამოიყენა მერი ობრეინმა თავის ნაშრომში „რეპროდუქციის პოლიტიკა“.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.
Malti-Douglas, F. (Ed). (2007). Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale
Pilcher, J. and I. Whelehan. (2004). Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.