კანონი

Law

მოვლენებს შორის არსებითი, აუცილებელი, მყარი და განმეორებადი კავშირურთიერთობების ფორმა. პოლიტიკურ ურთიერთობებში კ–ებს ნორმატიული ხასიათი აქვს. სახელმწიფოებისათვის უმაღლესი კ. არის კონსტიტუცია, რომელსაც მოსდევს რანგით უფრო დაბალი, კონსტიტუციით განსაზღვრული წესით უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სამუშაო რეჟიმში მიღებული ნორმატიული აქტები. ვიდრე ნორმატიული აქტი კ–ის სტატუსს მიიღებდეს, რასაც, როგორც წესი, ეძღვნება საპარლამენტო დებატების დიდი დრო, ის მხოლოდ კანონპროექტია. ყოველი კანონპროექტი ეხება საზოგადოებრივი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს და მისი შემუშავება ხდება შესაბამის (ვთქვათ, განათლების ან სოციალური უზრუნველყოფის) საპარლამენტო კიმიტეტში ან ქვეკომიტეტში, რის შემდეგაც ხდება მისი გატანა საპარლამენტო განხილვაზე. ქვეყნებში, სადაც უმაღლესი კ. კონსტიტუციაა, ყველა სხვა კანონი მას უნდა შეესაბამებოდეს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: