Inquisition
კათოლიკური ეკლესიის ტრიბუნალი, რომელიც XIII ს-ში შეიქმნა ერესთან საბრძოლველად. ი-ური ტრიბუნალი რთული დაწესებულება იყო, რომელიც საგამომძიებლო და სასამართლო ხელისუფლებას აერთიანებდა. ი. სრულიად დამოუკიდებელი იყო საერო ხელისუფლებისაგან. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა ესპანეთში და გამოიყენებოდა როგორც კონტრრეფორმაციის იარაღი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: