გადაწყვეტილების მიღების მოდელი მმართველ სტრუქტურაში, რაც ემყარება იმას, რომ ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებანი ცუდად შეესაბამება რეალურ სიტუაციას. თავის სტატიაში „მეცნიერება - მივიყვანოთ საქმე ბოლომდე“ (1959) და შემდგომ შრომებში ჩარლზ ლინდბლომი ამტკიცებს: პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას იღებენ არა იდეალური განჭვრეტითი კონცეფციის შემუშავების მიზნით, არამედ ამწუთიერი პოლიტიკური სიტუაციის გამო. ამასთან, მხედველობაში მიიღება შესაძლებელი ვარიანტების მხოლოდ მინიმალური ნაწილი. ეიშკელ დრორი ი-ს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ იგი შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალური პოლიტიკა უმრავლესობის მიერ დადებითად აღიქმებოდა, ანუ სოციალური სტაბილურობის პირობებში, როდესაც სირთულეთა მიზეზი უცვლელია, ხოლო რესურსები - ულევი. მიუხედავად ამისა, ლინდბლომი თვლიდა, რომ მდგრად პოლიტიკურ წარმონაქმნებში ი-ის ყოველთვის აქვს ადგილი. ალბათ ამით აიხსნება დასავლეთის დემოკრატიებში საბიუჯეტო გადაწყვეტილებების უმრავლესობის მიღების პროცედურა. აღნიშნული მოდელი ნაკლებად მისაღებია, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს განსაკუთრებული ვითარება, მაგ., ომი ან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი