იმპიჩმენტი

Impeachment

რიგი ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის, კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ბრალდებით მათი საქმეების პარლამენტში სასამართლო განხილვის განსაკუთრებული წესი – პროცედურა. ი. გათვალისწინებულია აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობით. მაგალითად შეიძლება გამოდგეს ი–ს საფრთხე, რომელიც აშშ–ის პრეზიდენტ რ. ნიქსონს ემუქრებოდა. 1974 წელს იგი ე.წ. „უოთერგეითის საქმის“ გამო თანამდებობიდან გადადგა. ი–ს პროცედურა გათვალისწინებულია საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: