ღირსების მკვლელობები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Honor Killings

„ღირსების“ მკვლელობას სჩადის ოჯახის წევრი (როგორც წესი) მამაკაცი ოჯახის რეპუტაციის, ანუ „ღირსების“, შესანარჩუნებლად. მკვლელობის მიზეზი შეიძლება იყოს გოგონას ან ქალის მიერ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის დამყარება, ქალის მიერ მის სექსუალობასთან დაკავშირებული გაბატონებული ნორმების უგულებელყოფა, ქორწინების გარეშე დაორსულება და ა.შ. „ღირსების“ მკვლელობებს მიმართავენ ინცესტის შემთხვევების მისაჩქმალავად. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5000 „ღირსების“ მკვლელობა ხდება. „ღირსების“ მკვლელობები გენდერული ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ის გავრცელებულია ისეთ საზოგადოებებში, სადაც ქალის სხეული აღიქმება, როგორც ოჯახისა და თემის ღირსების მატარებელი ჭურჭელი. ღირსების დანაშაულის სახეებია: ცემა, დასახიჩრება, გაუპატიურება და მკვლელობა.

ზოგიერთი ფემინისტი „ღირსების“ მკვლელობებს ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ფენომენად მიიჩნევს. სხვათა თვალსაზრისით, უკვე თვითონ ტერმინი „ღირსების მკვლელობები“ კვლავაწარმოებს რასისტულ და ქსენოფობიურ სტერეოტიპებს. მათი აზრით, ეს ტერმინი ხელს უწყობს მუსლიმი თემისა და მიგრანტების მარგინალიზაციას. ისინი ამტკიცებენ, რომ „ღირსების“ მკვლელობებისა და ოჯახში ძალადობის ნაცვლად, მართებულია, გამოვიყენოთ ტერმინი „გენდერული ძალადობა“.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Korteweg, A. (2013). “‘Honor Killing” in the Immigration Context: Multiculturalism and the Racialization of Violence against Women,”  Politikon: South African Journal of Political Studies, 41 

კატეგორია: 
ავტორები: