ჰომონორმატიულობას ფემინისტურ თეორიაში უწოდებენ ნორმატიულობის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც ადგენს იდეალურ ჰომოსექსუალურ ურთიერთობას, რომელიც ცალკეულ ჰომოსექსუალურ ქცევებს განსაზღვრავს, როგორც ნორმიდან გადახრებს. ჰომონორმატიულობას ხშირად აკრიტიკებენ ტრანსმიზოგინიის, სექსიზმის, მონოგამიის, კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის მხარდაჭერაში. ჰომონორმატიულობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება ჰომონორმატიულ კულტურაში არამონოგამიური ურთიერთობების მქონე ადამიანების მარგინალიზება და მათი ურთიერთობათა ფორმების არანორმალურად გამოცხადება. ჰომონორმატიულობის კრიტიკოსები გამოირჩევიან გეი ქორწინების კრიტიკით და ამხელენ მისი ლეგალიზებისთვის ბრძოლის თანამდევ პროცესს, რომელიც განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს დაქორწინებულ წყვილებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Homonormativity: What It Is and How It’s Hurting Our Movement, Laura Kacere.