ჰეგემონია

Hegemony

სახელმწიფოს ან ადამიანთა ჯგუფის გაბატონებული მდგომარეობა. ტერმინს ხშირად იყენებდნენ ნეომარქსისტები და საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის სპეციალისტები. ასე მიაწერდა, მაგ., ა. გრამში ბურჟუაზიას ჰეგემონის მდგომარეობას კაპიტალისტურ საზოგადოებაში, რისი უტყუარი ნიშანიც იყო ბურჟაზიული მსოფლმხედველობის გაბატონება. საერთაშორისო ურთიერთობებში ჰ–ის საკითხს უკავშირებდნენ ზესახელმწიფოებს შორის მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლას ან, ბოლოს, ამერიკის მისწრაფებას გახდეს, გახდეს მსოფლიოში გაბატონებული ერთადერთი ძალა.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: