„ხმა ქართველი ქალისა“

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Georgian Woman’s Voice

„ხმა ქართველი ქალისა“ იყო ყოველკვირეული გაზეთი პოლიტიკასა და ლიტერატურაზე, რომელიც 1917-1918 წლებში ქუთაისში გამოდიოდა. გაზეთის რედაქტორი იყო კატო მიქელაძე, ხოლო  გამომცემელი - ქუთაისის ქალთა კლუბი. მიუხედავად იმისა, რომ კატო მიქელაძე  სოციალისტ-რევოლუციონერებს თანაუგრძნობდა, გაზეთი კრიტიკული იყო საქართველოში არსებული ყველა პარტიის მიმართ. „ხმა ქართველი ქალისა“ დეკლარირებულად ფემინისტური გაზეთი იყო და „სპეციალური დედაკაცური ინტერესის“ გატარებას ცდილობდა. ქალთა გაერთიანების მოწოდება გაზეთის ყველა ნომერს გასდევდა ლაიტმოტივად. გაზეთი აქტიურად ეხმაურებოდა მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს და მათ ფემინისტურ ხედვას გვთავაზობდა. გაზეთში იბეჭდებოდა მხატვრული ტექსტებიც - მოთხრობები და ლექსები, რომლებიც ხშირად ფემინისტური იყო თავისი შინაარსით.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

მელაშვილი, თ. (2014). კატო მიქელაძე. ბიოლის ფონდი. 

კატეგორია: 
ავტორები: