რელიგიური პოზიცია, რომელიც მოცემული რელიგიის ბაზისური მცნებების უპირობო მხარდაჭერას მოითხოვს და მათ პირდაპირ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ფ., როგორც წესი, არატოლერანტობის გამოვლინებაა განსხვავებული რწმენის ან შეხედულებების მხარდამჭერი ადამიანებისადმი, ან საკუთარი რწმენის იმ მიმდევართა მიმართ, ვინც არ იზიარებს რადიკალურ პოზიციას რწმენის საკითხში. არსებობს ფუნდამენტალისტური მოძრაობების განსხვავებული სახეები. ასე მაგ., პროტესტანტული ფ. საბოლოო ჯამში ყოველთვის მიმართულია კათოლიციზმის წინააღმდეგ. ებრაულ ფ–ს ძირითად მოწინააღმდეგეებად ისევ ებრაელები ჰყავს, თუკი ეს უკანასკნელი იუდაიზმის სეკულარიზაციისაკენ იხრებიან. ისლამური ფ–ის ძირითადი ამოცანაა ისლამის დაცვა ნებისმიერი სახის მოდერნიზაციისაგან და ა. შ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი