ფრაქციონიზმი

Fractionism

პოლიტიკურ პარტიათა შიგნით თანამოაზრეთა ორგანიზებული გაერთიანება და ფუნქციონირება. ნორმალური შიდაპარტიული ცხოვრებისას ბუნებრივია სხვადასხვა შეხედულებების, უთანხმოების, პოლიტიკური დაჯგუფებების წარმოშობა, რომლებიც აუცილებელი არ არის ფრაქციებს ქმნიდნენ. ფ–ის მთავარი ნიშანია განსაკუთრებული იდეურ–პოლიტიკური პლატფორმის არსებობა და ჯგუფური დისციპლინა, რომელსაც ხშირად ფრაქციის წევრები საერთო პარტიულ დისციპლინაზე უფრო მაღლა აყენებენ.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: