იძულებითი სტერილიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Forced Sterilization

სტერილიზაციის შედეგად ადამიანს ქირურგიული გზით ერთმევა რეპროდუქციის უნარი. სტერილიზიაცია შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, როგორც კონტრაცეფციის მეთოდი, უნებლიე (ვთქვათ, ავადმყოფობის შედეგად) ან იძულებითი. იძულებითი სტერილიზაცია იყო ხოლმე სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, მოტივირებული ევგენიკით ან მოსახლეობის ზომის კონტროლის მიზნით. მაგალითად, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პუერტორიკოელი მუშების ჭარბი რაოდენობის შემცირების მიზნით დაიწყო ქალების მასობრივი სტერილიზაცია.

იძულებითი სტერილიზაციის ევგენიკით მოტივირებული პრაქტიკის ყველაზე ცნობილი მაგალითია ნაცისტური გერმანია. ნაცისტურმა ხელისუფლებამ იდეალური არიული რასის გამოყვანის მიზნით ოთხასი ათასზე მეტ ადამიანს გაუკეთა სტერილიზაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებში იძულებითი სტერილიზაციის სამიზნე ჯგუფები იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის პირები და ინდიელები.

ქვეყნები, რომლებიც მოსახლეობის სიჭარბესთან გამკლავებას ცდილობენ, ხშირად მიმართავდნენ სტერილიზაციას. 1976-1977 წლებში ინდოეთის ხელისუფლებამ ინდირა განდის ხელმძღვანელობით განახორციელა იძულებითი სტერილიზაციის აგრესიული პროგრამა: მცირე ფულადი სტიმულის სანაცვლოდ და დაპატიმრების მუქარის გამოყენებით სტერილიზაციას უკეთებდნენ ქალებს თუ კაცებს. მშობლები, რომელთაც ორი შვილი უკვე ჰყავდათ, ვალდებულები იყვნენ, სტერილიზაციაზე თანხმობა განეცხადებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. თუმცა ხალხის დიდი უკმაყოფილებისა და წინააღმდეგობის გამო სტერილიზაციის პროგრამა შეჩერდა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Briggs, L. (1998). Discourses of “Forced Sterilization” in Puerto Rico: The Problem with the Speaking Subaltern. A Journal of Feminist Cultural Studies, 10 (2), pp. 30-66.

Douglas, F.M. (2007). Encyclopedia of Sex and Gender. Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: