Fifth Column
ნეგატიური მნიშვნელობის ტერმინი. აღნიშნავს მტრის ფართო ფარულ აგენტურულ და დივერსიულ ქსელს, რომელიც დაკავებულია ზურგისა და კომუნიკაციების მოშლით ქვეყანაში. ეს ტერმინი წარმოიქმნა ესპანეთის სამოქალქაო ომის პერიოდში (1936–39). 1936 წელს, მადრიდზე ოთხი კოლონით იერიშის მიტანამდე, მომავალი დიქტატორი ფრანკო მ.კ–ს უწოდებდა მადრიდში მყოფ თავის ფარულ მომხრეებს, რომლებიც ეწეოდნენ საბოტაჟს, დივერსიებსა და სხვა სახის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ქალაქიდან ეხმარებოდნენ ფრანკისტებს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: