ფემინურობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Femininity

ფემინურობა (ანუ ქალურობა) იმ თვისებათა ნაკრებს გულისხმობს, რომლებიც კონკრეტულად ქალის დამახასიათებლად მიიჩნევა. მისი შესატყვისი კაცებისათვის არის მასკულინობა. ფემინისტი თეორეტიკოსები მიუთითებენ, რომ ფემინურობის (ისევე, როგორც მასკულინობის) გაგება კულტურულად და ისტორიულად რელატიურია და, შესაბამისად, არ არის დეტერმინირებული სექსთა ბიოლოგიური თავისებურებებით. გენდერის კვლევის მნიშვნელოვანი თემაა მასკულინობისა და ფემინურობის ისტორიულად ცვალებადი დიქოტომიისა და მასთან დაკავშირებული სხვა დიქოტომიების - სული და სხეული, რაციონალურობა და ემოცია, სუბიექტი და ობიექტი, აქტიური და პასიური, ძალა და სილამაზე და ა. შ. - გენეალოგიის კვლევა. ფემინისტური კვლევები აჩვენებს, როგორ მუშაობს რელობაში ფემინურობის ნორმები და სტანდარტები ისე, რომ ქალებს შეუზღუდოს თავისუფალი გადაადგილება, განათლების წვდომა, კარიერული და პოლიტიკური ამბიციები, დამოუკიდებლობა და ა. შ.; გაამართლოს ქალის მამაკაცზე დამოკიდებულება, მის მიმართ მორჩილება და დაქვემდებარება; და აშკარად ან ფარულად  შექმნას ქალსა და მამაკაცს შორის ღირებულებითი იერარქია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Fedwa Malti-Douglas, Encyclopedia of Sex and Gender.

Marianne van den Wijngaard (1997). Reinventing the sexes: the biomedical construction of femininity and masculinity. Race, gender, and science. Indiana University Press. 

Ferrante, Joan. Sociology: A Global Perspective (7th ed.). Belmont, CA: Thomson Wadsworth. 

კატეგორია: 
ავტორები: