„ფემენი“

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Femen

„ფემენი“ არის ფემინისტური ჯგუფი, რომელიც 2008 წელს დაარსდა უკრაინაში. დღეს ჯგუფი პარიზში ფუნქციონირებს და რამდენიმე საერთაშორისო ფილიალიც აქვს. „ფემენის“ აქტივისტებმა მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი პატრიარქალურ საზოგადოებებში არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ პროტესტის ისეთი რადიკალური მეთოდებით, როგორებიცაა, მაგალითად, საკუთარი შიშველი სხეულის გამოჩენა, ეკლესიებსა თუ მეჩეთებში შევარდნა და სხვ. „ფემენის“ იდეოლოგიაა „სექსტრემიზმი, ათეიზმი და ფემინიზმი“, რაც, თვითონ „ფემენის“ აქტივისტების სიტყვებით, ნიშნავს იმას, რომ ჯგუფი ცდილობს, დაამარცხოს პატრიარქატი მის სამ გამოვლენაში - ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაში, დიქტატურასა და რელიგიაში.

მიუხედავად „ფემენის“ ერთი შეხედვით რადიკალური ქმედებებისა და პროტესტისა, მათი აქტივიზმი და იდეოლოგიური პლატფორმა საკამათოა და ბევრ კითხვასა თუ კრიტიკას აჩენს. ერთი მხრივ, ქალის სხეულის ობიექტივაციის, სილამაზის სტანდარტების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი ჯგუფი თვითონ ამყარებს არსებულ სტანდარტებს საკუთარი ვებგვერდით, სადაც აქტივისტების ყველა ფოტოსურათი ზუსტად იმეორებს ქალის სხეულის მიღებულ სტანდარტებს. მეორე მხრივ, „ფემენის“ იდეოლოგიის ნაწილი რელიგიების, უფრო კონკრეტულად, იმ „თეოკრატიული ისლამური სახელმწიფოების“, რომლებიც შარიათის კანონით ხელმძღვანელობენ, წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. თავისი ამ ასპექტის განხორციელებისას „ფემენის“ აქტივისტები ხშირად უგულებელყოფენ ქალების გამოცდილებებს სხვადასხვა არაევროპულ ქვეყანაში. ამ ჯგუფის მიმართ გამოთქმული ერთ-ერთი კრიტიკული შენიშვნა მათ ბრალს სდებს მუსლიმი და შავკანიანი ქალების მიმართ რასისტულ და კოლონიალისტურ მიდგომაში, რადგან „ფემენის“ აქტივიზმი უგულებელყოფს და მარგინალიზებას უკეთებს მუსლიმ და შავკანიან ფემინისტ ქალთა ბრძოლას ემანსიპაციისთვის და საკუთარ მეთოდებს ახვევს მათ თავს. „ფემენის“ კიდევ ერთი პრინციპია პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი კრიმინალიზაციის მოთხოვნა. აქაც „ფემენს“ აკტრიტიკებენ სექსმუშაკთა პოზიციების სრული უგულებელყოფისა და იმის გამო, რომ მათი აქტივიზმი უფრო სექსმუშაკების გარიყვასა და მათი ხმის ჩახშობას მოიტანს შედეგად.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ „ფემენი“ საკმაოდ ცნობილი და რადიკალური ჯგუფია, მათი იდეოლოგია და ქმედებები ზედაპირული ხასიათისაა და ექსკლუზიურია ქალთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. „ფემენის“ კრიტიკოსებს აშფოთებთ ისიც, რომ „ფემენის“ სკანდალური და პოპულისტური აქციების წყალობით ფართოდ ვრცელდება ფემინისტური ატივიზმის კარიკატურული სახე, რომელსაც ბევრი არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ფემინისტურ ბრძოლასთან და მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Chitra Nagarajan, “Femen Obssesion With Nudity Feeds a Racist Colonial Feminism”, The Guardian, Thursday 11 April 2013, http://www.theguardian.com/commentisfree/2013/apr/11/femen-nudity-racist-colonial-feminism

Official web site: http://femen.org/about

კატეგორია: 
ავტორები: