ცნება „ყალბი ცნობიერება“ მომდინარეობს მარქსისტული თეორიიდან და გულისხმობს დაქვემდებარებული კლასების ცნობიერებაში არსებული სოციალური ურთიერთობების სისტემურად არასწორად წარმოდგენას. იერარქიულ სოციალურ სისტემაში ჩართული ინდივიდები ვერ ხედავენ ამ სისტემის ნამდვილ სახეს, განსაკუთრებით, იმას, რომ ეს სოციალური ურთიერთობები ექსპლუატაციასა და ჩაგვრას ემყარება.
კაპიტალისტურ სისტემაში ყველას, მათ შორის, დაქვემდებარებული კლასის წევრებს (მუშებს, გლეხებს) ყალბი ცნობიერება აქვთ, რადგან სოციალური ურთიერთობების მათი მენტალური რეპრეზენტაცია (რომელიც გაბატონებული კლასის მიერაა ნაკარნახევი და მის ინტერესებს ემსახურება) ფარავს ან აბუნდოვანებს რეალობას, ისინი ვერ ხედავენ საკუთარი დაქვემდებარების, ექსპლუატაციის ნამდვილ ბუნებას და მას ისე იღებენ, როგორც სამართლიანს ან ბუნებრივს. თავად მარქსს არასოდეს გამოუყენებია ფრაზა „ყალბი ცნობიერება“, თუმცა ის დიდ ყურადღებას უთმობდა მასთან მჭიდროდ დაკავშირებული იდეოლოგიის ცნებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Daniel Little, A brief explanation of Marx's conception of false consciousness; some of the ways in which later Marxist thinkers have used the concept, available at :http://www-personal.umd.umich.edu/~delittle/iess%20false%20consciousness%20V2.htm