პოლიტიკური პრობლემების უკიდურესი გზებითა და საშუალებებით გადაჭრისაკენ მიდრეკილება. ე. პოლიტიკაში გულისხმობს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ყველაზე რადიკალური საშუალებების მოხმობას, მათ შორის ძალადობის, ტერორის გამოყენებას. ე-ის ძირითადი წყაროა პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დეფორმაცია, არასწორი ნაციონალური და ეკონომიკური პოლიტიკა. თანამედროვე ეპოქისათვის დამახასიათებელია ე-ის სხვადასხვა სახეობა, როგორც მემარცხენე (მისი ყველაზე ტიპიური ნიმუშია იტალიური და გერმანული „წითელი ბრიგადები“), ასევე მემარჯვენე (უწინარეს ყოვლისა, ნეოფაშისტური ორგანიზაციები) ტიპისა. დამოუკიდებელი თემაა ისლამური ე., რაც თანაბრად ვრცელდება შიიტურ და სუნიტურ სახესხვაობებზე.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი