Ethics (Political)
პოლიტიკურ მეცნიერებათა შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცდილობს განსაზღვროს პოლიტიკური ქცევის მორალური მხარე. პოლიტიკური ე–ის ამოსავალი პრინციპები პირველად მაკიაველიმ ჩამოაყალიბა. ამასთან, პოლიტიკური ე. ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური მეცნიერების და არა ზოგადად ფილოსოფიური ე–ის შემადგენელი ნაწილი. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია ქცევის მორალურობის შეფასების მიმართულება. თუ ფილოსოფიურ–ეთიკური თეორიების დიდი ნაწილი მოქმედების მორალურობას მისი განხორციელების მოტივებით აფასებს, პოლიტიკური ე–ისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის შედეგებს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: