დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური მოწყობისა და ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლის შესაბამისადაც მოცემული ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლებები, კანონმდებლობასა და სხვა სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია მათი რამენაირი დისკრიმინაცია. თ. ადამიანთა პოლიტიკური თანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი დაფიქსირებულია ბევრ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტში, მათ შორის 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში. თ. მეტნაკლებად თანმიმდევრბულად და გარანტირებულად არის გამყარებული ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით, მათ შორის საქართველოს კონსტიტუცით. თ. არ უნდა ავურიოთ თანასწორობასთან, რამეთუ ამ უკანასკნელს უფრო ფართო გაგება აქვს. თ. ნიშნავს თანასწორობას მხოლოდ კანონზე დამყარებული სამართლის სფეროში. თვით თ. ხშირად შეიძლება ფორმალური, დეკლარაციული, ფიქტიური იყოს, ე.ი. რეალურ ცხოვრებაში არ ხორციელდებოდეს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი