იმპერია

Empire

მონარქიული სახელმწიფო, რომლის სათავეშიც იმპერატორი დგას. ცალკეული ტერიტორიების კოლონიური გაერთიანება, რომელზედაც ქვეყანა–მეტროპოლიის უფლებამოსილება ვრცელდება. ი–ისთვის, როგორც სახელმწიფოებრივი ფორმისათვის, დამახასიათებელია მონარქის მმართველობის მბრძანებლური ხასიათი, მეტროპოლიის, ცენტრის, გაბატონებული ერის პრივილეგირებული მდგომარეობა კოლონიებთან, პროვინციებთან, სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან შედარებით, რომელთაც ხშირად უარს უცხადებენ თვითგამორკვევისა და თვითმმართველობის უფლებაზე; მკაცრი და უკიდურესი ცენტრალიზაცია, ი–ის იდეოლოგიის ოფიციალური ქადაგება, რომელიც შოვინიზმს, ნაციონალიზმსა და სხვ. ემყარება. ი–ის ყველაზე უფრო ფართო გაგება გამოიყენებოდა რომის, ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთისა და სხვ. კოლონიალური სახელმწიფოების აღსანიშნავად.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: