ემა გოლდმანი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Emma Goldman

ემა გოლდმანი (1869-1940) ანარქისტი თეორეტიკოსი და აქტივისტი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ანარქისტული პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარებასა და პოპულარიზებაში მეოცე საუკუნის დასაწყისში. ის გამორჩეულად ნიჭიერი ორატორი იყო და მისი ლექციები ანარქიზმზე, ქალების უფლებებზე, სხვა სოციალურ პრობლემებზე უდიდეს აუდიტორებს იზიდავდა. გოლდმანი რუსეთის იმპერიაში დაიბადა (დღევანდელ ლიტვაში), მაგრამ 16 წლისა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 1917 წელს ის ჯარში გაწვევის წინააღმდეგ პროპაგანდის გამო დააპატიმრეს და მშობლიურ რუსეთში გაუკეთეს დეპორტაცია. გოლდმანი თავიდან მხარს უჭერდა ბოლშევიკურ რევოლუციას და საბჭოთა მთავრობას, მაგრამ მალე დაიწყო მისი სასტიკი კრიტიკა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის, პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და რეპრესიების გამო. 20-იან და 30-იან წლებში გოლდმანი ცხოვრობდა გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში, საბოლოოდ კი კანადაში დაფუძნდა. ის სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ანარქისტულ აქტივიზმს, საჯარო ლექციებსა და გამოსვლებს.

თავისი ანარქისტული, ანტიმილიტარისტული და ფემინისტური იდეების პოპულარიზებისას გოლდმანი გამოდიოდა რელიგიის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანების მიერ საკუთარი ცხოვრების გარდაქმნასა და საკუთარი იდეოლოგიის პირად სფეროში განხორციელებასაც. გოლდმანს ძალადობა რევოლუციის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდა, თუმცა ძალადობას მხოლოდ ბრძოლის პროცესში ემხრობოდა, ხოლო ინსტიტუციონალური მილიტარიზმი მისთვის მიუღებელი იყო. მისი აზრით, სახელმწიფო კონტროლისა და მართვის საშუალებაა, ამიტომ ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა არჩევნებსა და ხმის მიცემას, როგორც სახელმწიფოს ლეგიტიმაციისა და რეალური ძალაუფლების შესანიღბად ხალხის მიერ გადაწყვეტილებების მიღების ილუზიის შექმნის ხრიკს. გოლდმანი ომის აქტიური მოწინააღმდეგე იყო, რადგან მას სახელმწიფოს მიერ კაპიტალისტების ინტერესებით განხორციელებულ ქმედებად თვლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლდმანი ეწინააღმდეგებოდა პირველი ტალღის ფემინისტების მოთხოვნებს ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების შესახებ , მისი იდეები და ქმედებები ფემინისტური იყო და ანარქოფემინიზმის საფუძვლადაც ითვლება. ის აქტიურად იბრძოდა პატრიარქატის წინააღმდეგ, რომელსაც ერთ-ერთ მჩაგვრელ იერარქიად თვლიდა კაპიტალიზმსა და სახელმწიფოსთან ერთად. გოლდმანი აქტიურად მოითხოვდა ქალის სექსუალობის გათავისუფლებას და ოჯახს ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ ლეგალიზებული პროსტიტუციის ფორმად თვლიდა. ის ხაზს უსვამდა თავისუფალი სიყვარულისა და ქალების მიერ პარტნიორების არჩევის თავისუფლების მნიშვნელობას. გოლდმანი აქტიურად იყო ჩართული ქალებს შორის კონტრაცეფციის პროპაგანდაში, რის გამოც დაპატიმრებულიც იყო და სასჯელიც მოიხადა. გარდა ამისა, ემა გოლდმანი ერთადერთი ადამიანი იყო თავისი პერიოდის ანარქისტებს შორის, ვინც ღიად განაცხადა, რომ გეი და ლესბოსელი ადამიანები იჩაგრებიან და მათი გათავისუფლებაც მნიშვნელოვანია სამართლიანობისთვის ბრძოლაში. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გოლდმანი, ემა. ქორწინება და სიყვარული. ანარქისტული ბიბლიოთეკა. ხელმისაწვდომია: http://a-library.org/ema-goldmani-qorwineba-da-siyvaruli/#sthash.NcX5Z6x0.dpbs

Hippolyte Havel, Biographic Sketch , available at: http://dwardmac.pitzer.edu/Anarchist_Archives/goldman/aando/bio.html

კატეგორია: 
ავტორები: