ემანსიპაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Emancipation

ემანსიპაცია არის ცნება, რომელიც აღნიშნავს სამართლებრივი, სოციალური და პოლიტიკური შეზღუდვებისგან განთავისუფლებას. მისი მნიშვნელობა სხვადასხვაა სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის კონტექსტში. მარქსისტულ თეორიაში ემანსიპაცია დაკავშირებულია საზოგადოების კლასობრივი ჩაგვრისგან გათავისუფლებასთან, სადაც პროლეტარიატი, როგორც უნივერსალური ჩაგვრის ობიექტი, ემანსიპაციის პროცესში უნდა დაეუფლოს წარმოების საშუალებებს და ამით ბოლო მოუღოს პიროვნების ადამიანური ბუნებისგან გაუცხოებას. მარქსისტულ თეორიაში პროლეტარიატი უნივერსალური სუბიექტია, რომლის ემანსიპაცია ადამიანთა ემანსიპაციის იგივეობრივია.

ფემინისტურ თეორიაში ემანსიპაცია დაკავშირებული იყო ქალებისთვის სხვადასხვა ლეგალური უფლების, პირველ რიგში, საარჩევნო ხმის უფლების, საკუთრების უფლების, განათლების უფლების, ანაზღაურებადი სამსახურის უფლების, მინიჭებასთან. თუმცა სხვადასხვა დროს ცალკეულ ფემინისტურ თეორიებსა და მოძრაობებში ემანსიპაცია დაკავშირებული იყო და არის ქალთა სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა უფლებებთან.

ემანსიპაციის კონცეფციის კრიტიკოსები აღნიშნავენ ემანსიპატორული პროექტების შეზღუდულობას იმ აზრით, რომ ყოველი საყოველთაო და საბოლოო ემანსიპაციის იდეა წინასწარ უშვებს ჩაგრული სუბიექტის უცვლელ ბუნებას, რომელიც ძალაუფლებრივი ურთიერთობების მიღმაა და მხოლოდ ჩარჩოებისგან გათავისუფლებას საჭიროებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Beyond Emancipation, Ernesto Laclau. Development and Change (SAGE, London, Newbury Park and New Delhi), Vol. 23 (1992) No. 3, 121-137.

კატეგორია: 
ავტორები: