ადრეული ქორწინება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Early Marriage (Child Marriage)

ადრეული ანუ ნაადრევი ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის ანუ ბავშვია. ადრეული ქორწინება მიიჩნევა, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და, კერძოდ, ბავშთა უფლებების დარღვევად, რადგან ითვლება, რომ ბავშვს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.

ადრეული ქორწინების ფენომენი გენდერულ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან მას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გენდერული როლები და სტერეოტიპები და, ამასთან, ის განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე. ზოგადად, მსოფლიოში ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა გოგონებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ამასთან, ადრეულ ქორწინებაში მყოფი გოგონები ოჯახური ძალადობის და სექსუალური ზეწოლის გაზრდილი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, დაქორწინებისთანავე დაორსულების შემთხვევაში, ნაადრევი ქორწინება საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ  არ არის მზად ბავშვის გაჩენისათვის და მაღალია ორსულობისა და მშობიარობის გართულების რისკი. ადრეული ქორწინების გამო, როგორც ბიჭები, ისე გოგონები ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას, რადგან იწყებენ მუშაობას ან აწვებათ საოჯახო საქმეების ტვირთი; შესაბამისად, ნაადრევი ქორწინება მათ ართმევს თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ადრეული ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (17%) მოლდოვასა (19%) და თურქეთთან (14%) ერთად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი. თუმცა, გამონაკლისის სახით დაქორწინება დასაშვებია თექვსმეტი წლის ასაკიდან, მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. მშობლების თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, დასაქორწინებელ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს ნებართვა.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაეროს მოსახლეობის ფონდი: ადრეული ქორწინება

კატეგორია: 
ავტორები: