Draconian Laws
ამ ტერმინით აღინიშნება მკაცრი, დამთრგუნველი კანონების ერთობლიობა. პოლიტიკურ სიტყვათხმარებაში ტერმინი შემოვიდა ძვ. წ. VII ს-ის ათენელი მმართველის დრაკონის სახელთან ასოციაციით, რომელმაც 621 წელს ქალაქს ძალზე მძიმე კანონები დაუწესა. თანამედროვე პოლიტიკურ ლექსიკონში ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს მოსალოდნელი მასობრივი არეულობების ან ამბოხების საფრთხის წინაშე მდგარი მთავრობის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით შემოღებული საგანგებო კანონების აღსანიშნავად.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: