კიბორგი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cyborg

კიბორგი აღნიშნავს ადამიანის „ბუნებრივი“ და „ხელოვნური“ სხეულების ჰიბრიდს. ამ ცნებას ვრცლად განიხილავს ფემინისტი დონა ჰარავეი თავის ნარკვევში„კიბორგის მანიფესტი“ (1985). ჰარავეისთვის კიბორგი ბიოლოგიური ორგანიზმებისა და მანქანებისაგან შემდგარი „ჰიბრიდული ქმნილებაა“. ამ ცნებით ჰარაუეი უპირისპირდება ყველა სახის ესენციალიზმს, რადგან მასში იშლება საზღვრები, ერთი მხრივ, ადამიანსა და ცხოველს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ადამიან-ცხოველსა (ბიოლოგიურ ორგანიზმსა) და მანქანას შორის. შესაბამისად, კიბორგის ცნება ნებისმიერი იდენტობის პოლიტიკის კრიტიკისთვისაც გამოიყენება. კიბორგი იმის მოდელია, თუ როგორ შეიძლება უარვყოთ დამკვიდრებული ბინარული ოპოზიციები. თუ ზოგიერთი ფემინისტი ტექნოლოგიას განიხილავს, როგორც მასკულინურსა და პატრიარქალურს, მათგან განსხვავებით, ჰარაუეი უარყოფს ანტიტექნოლოგიურ მიდგომას. კიბორგი გულისხმობს საზღვრებს მიღმა გასვლას და აქამდე შეუთავსებელი განზომილებების შერწყმას.

კიბერანთროპოლოგია იკვლევს სხეულებისა და მეცნიერების ურთიერთმიმართებასა და თანაკვეთას ისეთ არტეფაქტებზე დაკვირვებით, როგორებიცაა კონტაქტური ლინზები, მობილური ტელეფონი და ხელოვნური ორგანოები. კიბორგის ცნება ერთგვარი ილუსტრაციაა იმისა, რა წვლილი შეაქვს ტექნოლოგიებს ადამიანების შექმნაში. კიბერანთროპოლოგია იკვლევს ასევე ადამიანის რეპროდუქციისა და სამედიცინო ტექნოლოგიების კავშირს, რეპროდუქციული ტექნოლოგიების გავლენას კიბორგი ბავშვების გაჩენაზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

დონა ჰარავეი, (1983) კიბორგის მანიფესტი.

Pilcher, J. & Whelehan, I. (2004). 50 Key Concepts in Gender Studies. London: Sage.

კატეგორია: 
ავტორები: