მე-20 საუკუნის 70-იან წლებში შავკანიანი ფემინისტების ჯგუფმა ჩამოაყალიბა „კომბაჰი-რივერ-კოლექტივი“. მათი უპირველესი მიზანი იყო შავკანიანი ქალების ინტერესების დაცვა. ჯგუფის წევრების აზრით, მხოლოდ შავკანიან ფემინისტებს შეუძლიათ შავკანიანი ქალების განმათავისუფლებელი ბრძოლის იდეალების ერთგულება. ამგვარად, ისინი თვლიან, რომ თუ ამა თუ იმ შევიწროებული ჯგუფის წევრთა იდენტობისა და გამოცდილების მოზიარე არ ხარ, ძნელია, გაიგო, რას ნიშნავს ამ იდენტობის ნიშნით ჩაგვრა. ჯგუფის წევრები რასის, სექსუალობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
შავკანიანი ფემინისტები სექსიზმს არ მიიჩნევდნენ ქალების მთავარ მჩაგვრელ ძალად და ამიტომ ისინი გაემიჯნენ ლიბერალურ ფემინიზმსა და კულტურ-ფემინიზმს. სოციალისტი ფემინისტები სექსიზმთან ერთად ითვალისწინებდნენ ექსპლუატაციას, მაგრამ არასათანადო ყურადღებას უთმობდნენ რასას. კომბაჰი-რივერ-კოლექტივის დამსახურება იყო რასიზიმის, სექსიზმის, ჰეტერონორმატიულობისა და ექსპლუატაციის ინტერსექციურობაზე ყურადღების გამახვილება. შავკანიანი ფემინისტების ბრძოლა ერთგვაროვანი არ ყოფილა. ერთი მხრივ, ისინი შავკანიან მამაკაცებთან ერთად იბრძოდნენ რასიზმის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, ისინი შავკანიანი მამაკაცების წინააღმდეგ იბრძოდნენ სექსიზმის აღმოსაფხვრელად, რის გამოც მათ ანტირასისტული ბრძოლის ღალატში სდებდნენ ბრალს.
***
გმოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.