ეს ლათინური ტერმინი თავდაპირველად აღნიშნავდა რომის იმპერიიდან გამოსულთა მიერ დაარსებულ იმპერიის გარეთა დასახლებას. განსახლების ამგვარი პრაქტიკა რომაელთა მოგონილი არ არის. რომაელებამდე მსგავს დასახლებებს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ქმნიდნენ თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ბერძნულ და რომაულ კ-ებს შორის, რასაც პირველად ადამ სმიტმა მიაქცია ყურადღება. ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოს კ. პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო, მაშინ როდესაც რომაულ კ-ებზე რომის იურისდიქცია და, შესაბაისად, რომის სამართალი ვრცელდებოდა. ევროპელებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში კ-ების დაარსება კულტივაციისათვის ვარგისი მიწების ძიების (იტალიელებმა) ან საქონლის გასაღების ახალი ბაზრების, ისევე როგორც, იაფი ნედლეულის წყაროების მოპოვების (ბრიტანელებმა, პორტუგალიელებმა და ჰოლანდილებმა) სურვილით დაიწყეს. კ-ების დაარსების სხვა წყაროები იყო ქრისტიანული პროზელიტიზმი და სამხედრო ავანტიურიზმი. სწორედ ამგვარი მოტოვები ედო საფუძვლად, მაგ., ესპანეთის კოლონიალურ იმპერიას სამხრეთ ამერიკაში, რომელიც შეიქმნა "ოქროს, ღმერთისა და დიდებისათვის".
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი