სიზგენდერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Cisgender

სიზგენდერი აღნიშნავს იმ ადამიანის გენდერს, რომლის გენდერული იდენტობა დაბადებისას მისთვის ბიოლოგიურ სქესზე დაყრდნობით მინიჭებულ გენდერს შეესაბამება. „სიზგენდერი“ გამოიყენება, როგორც ტერმინ „ტრანსგენდერის“ საპირისპირო სიტყვა და კრისტენ შილტისა და ლორელ ვესტბრუკის დეფინიციის მიხედვით, აღნიშნავს „ადამიანს, რომლის დაბადებისას მინიჭებული გენდერი, სხეული და გენდერული იდენტობა ერთმანეთს ემთხვევა“. ამ ტერმინის დამკვიდრებამ კრიტიკაც გამოიწვია: თეორეტიკოსთა ნაწილის აზრით, სიზგენდერი-ტრანსგენდერი ბინარული ოპოზიციის გამოყენება ისევე საშიშია, როგორც ფემინურობისა და მასკულინობის ბინარული ოპოზიცია, რადგან ის ლგბ ადამიანებს ჰეტერონორმატიულობის ფარგლებში ახარისხებს და მათ ტრანსგენდერობას უპირისპირებს. კრისტა სკოტ-დიქსონის შემოთავაზებით, ნაცვლად ტერმინებისა „სიზგენდერი ქალი“ ან „სიზგენდერი კაცი“, შესაძლებელია დამკვიდრდეს ტერმინი „არატრანსი“, რაც უფრო ნათელს გახდის ტერმინის მნიშვნელობას და, ამავე დროს, არც ტრანსგენდერობის პათოლოგიზებას გამოიწვევს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Schilt, K.; Westbrook, L. (2009). Doing Gender, Doing Heteronormativity: 'Gender Normals,' TransgenderPeople, and theSocial Maintenance of Heterosexuality. Peer Reviewed Articles.Paper 7. http://scholarworks.gvsu.edu/soc_articles/7

Scott-Dixon, K. (2009). Public health, private parts: A feminist public-health approach to trans issues". Hypatia.

კატეგორია: 
ავტორები: