სახელმწიფო მეთაური

Chief of State

სახელმწიფოს მთლიანობის გამოხატულება და ცერემონიალური ლიდერი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარესზე. თუ ს.მ., ამავე დროს, არ არის მთავრობის მეთაურიც (ასეთია ვითარება საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში, სადაც მთავრობას, როგორც წესი, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს), მაშინ იგი საპარლამენტო დაპირისპირებაზე მაღლა დგას და გამოხატავს მთელი ერის ინტერესებს. ს.მ. შეიძლება იყოს მონარქი (როგორც ეს არის დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში) ან პრეზიდენტი.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: