ქარიზმის ცნება სოციალურ მეცნიერებებში შემოიტანა მ.ვებერმა. ასეთი მმართველობისას ლიდერის, ბელადის კავშირი ხალხის მასასთან დამყარებულია არა რაციონალურ, არამედ ირაციონალურ ემოციურ–მისტიკურ საფუძველზე, ლიდერის – ნახევრად ღმერთის ზებუნებრივი თვისებების ბრმა რწმენაზე. ამიტომ ქ.მ. – არის ხელისუფლება, რომელიც ისეთი ლიდერის ერთგულებაზეა დამყარებული, რომელსაც ზეადამიანურ, თითქმის მისტიკურ თვისებებს მიაწერენ. ქ. მ – ის ტიპიური გამოვლინებაა, მაგ., პიროვნების კულტი. თანამედროვე ისტორიაში ქარიზმატული ლიდერები იყვნენ; ვლადიმირ ლენინი, იოსებ სტალინი, მაჰათმა განდი, ჯავაჰარლალ ნერუ, მაო ძე დუნი, ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, კიმ ირ სენი, მარტინ ლუთერ კინგი და სხვ.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი