Bourgeoisie
თავდაპირველად ტერმინი გამოიყენებოდა ქალაქის მცხოვრებთა აღსანიშნავად. XVII-XVIII სს-დან მან თანდათანობით შეიცვალა მნიშვნელობა და უკვე გამოიყენებოდა მოქალაქეთა იმ ფენის აღსანიშნავად, რომელიც ეწეოდა ვაჭრობას ან მეწარმეობას და იყენებდა დაქირავებულ შრომას. მემარცხენე იდეოლოგიებში ამ ტერმინს ნეგატიური მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს კაპიტალისტური საზოგადოების გაბატონებულ კლასს, რომელიც ფლობს წარმოების საშუალებებს და ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: