ბიფობია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Biphobia

ბიფობია (პირდაპირი მნიშვნელობით - ბისექსუალთა შიში) აღნიშნავს ნეგატიურ სტერეოტიპებს, ირაციონალურ შიშს და სიძულვილს ბისექსუალი ადამიანების მიმართ. ბიფობიას გარკვეული მსგავსებები ახასიათებს ჰომოფობიასთან, თუმცა განსხვავდება კიდეც მისგან. ერთი მხრივ, ჰეტეროსექსისტულ გარემოში ბიფობია არაჰეტერონორმატიული ურთიერთობების მიმართ ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულების ერთი ასპექტია. თუმცა, მეორე მხრივ, მას სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომელთა შორისაა ბისექსუალობის არსებობის უარყოფა, ბისექსუალი ადამიანების არაღიარება და მათი გარყვნილებად გამოცხადება. ეს არის უშუალო შედეგი სექსუალობის ბინარულ ოპოზიციად გააზრებისა, რომლითაც აღიარებულია სექსუალობის მხოლოდ ორი პოლუსი - ჰეტეროსექსუალობა და ჰომოსექსუალობა; შესაბამისად, ბისექსუალობა სექსუალობის არალეგიტიმური და არაღიარებული ფორმაა, მისი არსებობა ეჭვქვეშ დგება, ხოლო ბისექსუალი აღიქმება ან როგორც არამდგრადი ადამიანი, ან როგორც გეი ადამიანი, რომელიც თავის ჰეტეროსექსუალად წარმოდგენას ცდილობს. ამავე დროს, გავრცელებულია ბისექსუალი ადამიანების, როგორც გარყვნილთა, სტერეოტიპი, რადგან ისინი სოციალურად და ფსიქოლოგიურად არამდგრად ადამიანებად აღიქმებიან, რომელთათვისაც მხოლოდ კაცთან ან მხოლოდ ქალთან ურთიერთობა საკმარისი არ არის. ხშირად ეს სტერეოტიპი იმასაც გულისხმობს, რომ ბისექსუალი ადამიანები ღალატობენ თავიანთ პარტნიორებს, ორმაგ ცხოვრებას ეწევიან და სქესობრივად ავრცელებენ გადამდებ დაავადებებს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Hemmings, C. (2002). Bisexual Landscapes, in Bisexual Spaces. New York and London:Routledge

კატეგორია: 
ავტორები: