ბელ ჰუკსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Bell Hooks

ბელ ჰუკსი (დაბ. 1952 წ., ნამდვილი სახელი - გლორია ჯინ უოტკინსი) არის შავკანიანი ფემინისტი აქტივისტი, თეორეტიკოსი, კულტურის კრიტიკოსი, მწერალი. ბელ ჰუკსი თავის შრომებში ხაზს უსვამს ჩაგვრის ინტერსექციურ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ჩაგვრის აღმოსაფხვრელად საჭიროა სექსიზმის, რასიზმის, კლასიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ბელ ჰუკსი ხშირად აკრიტიკებს მეორე ტალღის თეთრკანიანი ფემინისტების მიერ წამოყენებულ ლოზუნგს „ქალთა საერთო ჩაგვრის წინააღმდეგ“, რომელიც უგულებელყოფდა ქალებს შორის განსხვავებებს და მათი პრობლემების თავისებურებებს. ამგვარად, ჰუკსი მეორე ტალღის თეთრკანიან ფემინისტებს შავკანიანი და მშრომელი ქალების პრობლემებისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს. თავის სტატიაში „თეორია, როგორც განმათავისუფლებელი პრაქტიკა“ ბელ ჰუკსი იხსენებს, რომ ბავშვობიდან გარიყულად გრძნობდა თავს და ფემინისტური თეორიები დაეხმარა მის წინაშე მდგომი პრობლემების ახსნასა და გააზრებაში. მისთვის ფემინიზმი არის ბრძოლა სექსისტური ჩაგვრის წინააღმდეგ. მისი აზრით, ფემინისტური ცოდნა და თეორიები ყველასთვის გასაგები უნდა იყოს და ამიტომ ის გამიზნულად არ იყენებს მეცნიერულ ჟარგონს. ჰუკსის მნიშვნელოვანი წიგნებია: „არ ვარ მე ქალი? შავკანიანი ქალები და ფემინიზმი“ (Ain't I a woman?: Black women and feminism, 1981) „ფემინისტური თეორია: ნაპირიდან ცენტრისკენ“ (Feminist theory: from margin to center, 1984), „ფემინიზმი ყველასთვის არის: ვნებიანი პოლიტიკა“ (Feminism is for everybody: passionate politics, 2000) და მრავალი სხვა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

hooks, b. (2000). Feminism is for Everybody: Passionate Politics. New York: Routledge.

hooks, b. (1984). Feminist Theory: From Margin to Center. Cambridge: South End Press. 

კატეგორია: 
ავტორები: