ოდრი ლორდი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Audre Lorde

ოდრი ლორდი (1934-1992) იყო შავკანიანი ამერიკელი პოეტი, რადიკალი ლესბოსელი ფემინისტი. მისი შემოქმედებისა და აქტივისტური მოღვაწეობის მთავარი თემაა სოციალური უსამართლობა და მის გამო ბრაზი, ჩაგრულთა გათავისუფლების მნიშვნელობა, ჩაგვრის სხვადასხვა ღერძის - რასის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, კლასის, ასაკის, შესაძლებლობების - ურთიერთქმედება. ლორდი მნიშვნელოვანია, როგორც ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელმაც ყურადღების ცენტრში მოაქცია შავკანიანთა ფემინიზმის საკითხები; გარდა რასისა, ლორდის შემოქმედების ცენტრალური თემა იყო სექსუალობა. როგორც ფემინისტი, ლორდი იდგა რადიკალური ფემინიზმისა და „განსხვავების ფემინიზმის“ პოზიციაზე.

მისი პოემების პირველი კრებული „პირველი ქალაქები“ (The First Cities) 1968 წელს გამოვიდა და მაშინვე მიიქცია ყურადღება. 1973 წელს გამოსული კრებული „მიწიდან, სადაც სხვა ხალხი ცხოვრობს“ (From a Land Where Other People Live) წარდგენილი იყო წიგნების ეროვნულ პრემიაზე პოეზიაში. მართლაც ფართო აღიარება ლორდს მოუტანა 1976 წელს გამოსულმა კრებულმა „ნახშირი“ (Coal), რომელშიც შევიდა ლექსები წინა კრებულებიდანაც და რომელშიც თავმოყრილია ყველა ის თემა, რომლებიც ლორდის შემოქმედებისათვის ცენტრალური დარჩა: შავკანიანის იდენტობის მიღება, რასობრივი უსამართლობის გამო მრისხანება, სხვადასხვა იდენტობის ურთიერთკვეთა და სხვ.  1978 წელს გამოვიდა კრებული „შავი მარტორქა“ (The Black Unicorn), რომელშიც ლორდი მოიხმობს აფრიკული ქალი ღვთაებების სახეებს და რომლის მთავარი თემაა აფრიკელი ქალების იდენტობა. პოეტი ედრიენ რიჩი ამ კრებულზე წერდა:  „ლორდი წერს, როგორც შავკანიანი ქალი, დედა, ქალიშვილი, ლესბოსელი, ფემინისტი; მისი პოემები შეიცავს ელემენტარულ სიმხეცესა და გამამრთელებელ ძალას, საშინელებასა და სინათლეს“.

გარდა პოეზიისა, ლორდს ეკუთვნის მნიშვნელოვანი პროზაული ტექსტები, რომელთაგან ბევრი ნახევრად ავტობიოგრაფიულია: „კიბოს დღიურები“ (1980), „სინათლის აფეთქება“ (1988), რომანი „ზამი: ჩემი სახელის ახალი მართლწერა“ (Zami: A New Spelling of My Name, 1982). 1984 წელს გამოვიდა მისი ესეებისა და გამოსვლების კრებული „აუტსაიდერი და: ესეები და გამოსვლები“ (Sister Outsider: Essays and Speeches), რომელშიც ის მსჯელობს შავკანიანი ქალების საკითხებზე, შავკანიანი და თეთრკანიანი ფემინისტების კოალიციების აუცილებლობაზე და სხვ.

თავისი მოღვაწეობის მანძილზე ლორდს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

The Audre Lorde Project, http://alp.org/about/audre

კატეგორია: 
ავტორები: