ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის არგუმენტები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Arguments for Women’s Political Participation

ქალთა პოლიტიკური რეპრეზენტაციის მნიშვნელობაზე მსჯელობისას, როგორც წესი,  რამდენიმე მთავარ არგუმენტს გამოყოფენ: 1) სამართლიანობის არგუმენტის თანახმად, ვინაიდან ქალები მოსახლეობის ნახევარსშეადგენენ, სამართლიანი იქნება, რომ ისინი პოლიტიკური თანამდებობების ნახევარს ფლობდნენ. 2) გამოცდილებაზე დამყარებული არგუმენტის თანახმად, ქალებს განსხვავებული გამოცდილებები აქვთ და პოლიტიკურ პროცესებში ამ გამოცდილებების გასათვალისწინებლად აუცილებელია ქალების პოლიტიკურირეპრეზენტაცია. 3) ინტერესებზე დამყარებული არგუმენტი ამბობს, რომ ქალებსა და კაცებს ურთიერთსაპირისპირო ინტერესები აქვთ და ამიტომ მამაკაცებს არ ძალუძთ ორივე სქესის ინტერესების რეპრეზენტაცია. 4) სიმბოლური არგუმენტის მიხედვით, ქალი პოლიტიკოსის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთგვარი მისაბაძი მაგალითი, როლის მოდელიასხვა ქალებისთვის, მიიზიდავს მათ პოლიტიკაში მონაწილეობისკენ და ხელს შეუწყობს ქალების პოლიტიკური რეპრეზენტაციის გაზრდას. 5) დემოკრატიის იდეაზე დამყარებული არგუმენტის მიხედვით, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობა ზრდის მმართველობის დემოკრატიზაციის დონეს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Dahlerup, D. (1978). Women’s Entry into Politics.The Experiene of the Danish Local and General Elections.Scandinavian Political Studies.1 (2-3).

კატეგორია: 
ავტორები: