ანარქა-ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Anarcha-Feminism

ანარქა-ფემინიზმი განსხვავებულ ფემინისტურ შეხედულებათა ქოლგა ტერმინია, რომელიც აერთიანებს ისეთ ფემინისტურ მსოფლმხედველობებს, რომლებიც საზოგადოებაში ნებისმიერი ფორმის სოციალურ იერარქიას და სახელმწიფო ძალაუფლებას უპირისპირდება. ანარქა-ფემინიზმის ერთ-ერთ პირველ წარმომადგენლებად მიიჩნევიან მეოცე საუკუნის ანარქისტი მოაზროვნეები ემა გოლდმანი და ვოლტერინ დე კლიირი, რომლებიც კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს გარდა, უპირისპირდებოდნენ ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებსაც, როგორც კაცების მიერ ქალებზე ძალადობის ინსტრუმენტს. მათთვის მიუღებელი იყო საჯაროსა და კერძოს (პირადის) მკაცრი გაყოფა და, ამდენად, ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ მათ შორის, ვინც ყურადღება გაამახვილილეს კერძო (პირადი) სფეროს პოლიტიკურ მხარეზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Villanueva Gardner C., (2006). Historical Dictionary of Feminist Philosophy. Historical Dictionaries of Religions, Philosophies, and Movements Series.

კატეგორია: 
ავტორები: