ედრიენ რიჩი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Adrienne Rich

ედრიენ რიჩი (1929–2012) იყო ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ფემინისტი, ცნობილი საჯარო ინტელექტუალი. ის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი პოეტი იყო და  უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალებისა და, განსაკუთრებით, ლესბოსელი ქალების ჩაგვრის თემის აქტუალიზებისათვის პოეზიაში. მისმა პირველმა ნამუშევარმა „მსოფლიოს შეცვლა“ (A Change of World, 1951) იელის ახალგაზრდა პოეტთა ჯილდო დაიმსახურა.

მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლებიდან რიჩის ნამუშევრებში განსაკუთრებული რადიკალიზმით შემოვიდა ფემინისტური და პოლიტიკური საკითხები. 1973 წელს, ფემინისტური და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის აღმავლობისა და ვიეტნამის ომის პერიოდში, რომელსაც მისი პირადი უბედურებაც დაემთხვა, რიჩმა  შექმნა პოემების კრებული „ნანგრევებში ყვინთვა“ (Diving into the Wreck), რომლისთვისაც მას 1974 წელს მიენიჭა წიგნის ეროვნული პრემია პოეზიაში. რიჩმა უარი თქვა პრიზის ინდივიდუალურად მიღებაზე და კიდევ ორ ფემინისტ ავტორთან და აქტივისტთან - ოდრი ლორდსა და ელის უოლკერთან - ერთად მიიღო ის „ყველა ქალის სახელით,  რომელთა ხმაც არ ისმოდა და არ ისმის პატრიარქალურ სამყაროში“.

სამმაგად მარგინალიზებული – როგორც ქალი, ლესბოსელი და ებრაელი – რიჩი საკუთარ ესეებსა და პოეზიაში  იდენტობის პოლიტიკის თემას უფრო ადრე შეეხო, ვიდრე ეს ტერმინი ენაში დამკვიდრდებოდა. მისი ნამუშევრებისთვის ცენტრალური იყო სექსუალობისა და პოლიტიკის საკითხები. გარდა პოეტური კრებულებისა, რომელთათვისაც მას არაერთი ჯილო მიენიჭა, რიჩს ეკუთვნის ფემინისტური თეორიის ისეთი კლასიკური ტექსტები, როგორებიცაა: „ქალად დაბადებული: დედობა, როგორც გამოცდილება და როგორც ინსტიტუტი (Of Woman Born: Motherhood as Experience and Institution, 1976), „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელთა არსებობა“ (Compulsory Heterosexuality and Lesbian Existence, 1986)  და სხვ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Margalit Fox, Adrienne Rich, Influential Feminist Poet, Dies at 82, 2012: http://www.nytimes.com/2012/03/29/books/adrienne-rich-feminist-poet-and-author-dies-at-82.html

კატეგორია: 
ავტორები: