აბოლიციონიზმი

Abolitionism

საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანია რომელიმე კანონის გაუქმება. ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებებში დამკვიდრდა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში შეერთებულ შტატებში გავრცელებული მოძრაობის გავლენით, რომელიც მიზნად ისახავდა მონებით ვაჭრობისა და საერთოდ მონობის აკრძალვას. აბოლიციონისტურმა მოძრაობამ ფაქტობრივად სამოქალაქო ომი გამოიწვია განვითარებული მრეწველობის მქონე ჩრდილოეთ და მონურ შრომაზე დამოკიდებულ ფერმერულ სამხრეთ შტატებს შორის (1861-1865). სამხრეთის მარცხმა ხელი შეუწყო შეერთებული შტატების კონსტიტუციაში მონობის გაუქმების ასახვას.

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

ავტორები: